Friday 8 May 2009

საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის მომენტში საერთაშორისო ვითარება რთული და დაძაბული იყო. პირველი მსოფლიო ომი მართალია დამთავრდა, მაგრამ მეომარ სახელმწიფოთა მომავალი ბედ-იღბალი ჯერ არ იყო გადაწყვეტილი.
საქართველოს უზენაესმა ორგანომ-პარლამენტმა და მთავრობამ თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძვლად სრული ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. ტერიტორიულად პატარა, შესაძლებლობით სუსტი, ახალშობილი სახელმწიფო ვერ იკისრებდა მეზობელი ქვეყნების ინტერესთა დაპირისპირებაში რომელიმეს მხარე დაეკავებინა. ი გ ი თ ა ვ ი ს ი ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ტ რ ა დ ი ც ი ი თ მ ხ ო ლ ო დ თ ა ვ დ ა ც ვ ი თ პ ო ზ ი ც ი ა ზ ე იდგა და ცდილობდა გარეშე ქვეყნებთან მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ი ა ნ ი, კ ე თ ი ლ მ ე ზ ო ბ ლ უ რ ი ურთიერთობა დაემყარებინა.
პირველი რიგის ამოცანას შეადგენდა ურთიერთობის მოგვარება აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რომლებიც 1918 წლის მაისშივე, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული საზღვრების საკითხი, რადგან ისტორიული სამართლიანობა და ფაქტობრივი სინამდვილე, ცარიზმის 100 წლიანი ბატონობის შედეგად, ურთიერთშესაბამისობაში არ ყოფილა. აზერბაიჯანს და განსაკუთრებით სომხეთს საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიების მიმართ თავიაანთი პრეტენზიები ჰქონდათ.
საქართველოს მთავრობას მიაჩნდა, რომ ტერიტორიის შესახებ სადავო საკითხები მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა გადაწყვეტილიყო მან პირველმა წამოაყენა წინადადება სამი მეზობელი ქვეყნის კონფერენციის მოწვევის შესახებ, მაგრამ ეს წამოწყება ჩაიშალა, რადგან სომხეთის მხარემ მასში მონაწილეობა არ ისურვა. 1918 წლის ბოლოს სწორედ საზაზღვრო დავამ გამოიწვია საქართველოსა და სომხეთს შორის ომი.
1918 წელს საქართველოს ორიენტაცია გერმანიაზე ჰქონდა აღებული. გერმანია მტკიცედ ირწმუნებოდა, რომ იცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას, დაეხმარებოდა მას ფინანსურად სახელმწიფოს ორგანიზაციასა და შეიარაღებული ძალების შექმნაში. რუსეთსა და გერმანიას შორის 1918 წლის 27 აგვისტოს ბრესტ-ლიტოვსკის ხელსეკრულების დამატებითი პუნქტებით გერმანელებმა მოიპოვეს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის პირობა. ამ ხელშეკრულების მეცამეტე მუხლში ნათქვამია:
"რუსეთი თანახმაა, რომ გერმანია სცნობს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად"
ეს დიდი მონაპოვარი იყო. გერმანიასთან კავშირი ქმნიდა მეზობელი თურქეთის აგრესიულ ზრახვათა აღკვეთის გარანტიას.
გერმანიის მფარველობაზე დამყარებული იმედები გაცრუვდა. 1918 წელს ნოემბერში გერმანიაში დაიწყო რევოლუცია, რომელმაც დაამხო კაიზერული რეჟიმი. გაუქმდა ბრეს-ლიტოვსკის ხელშეკრულებაც. ომში დამარცხებული გერმანიის ჯარებმა დატოვეს ამიერკავკასიის პლაცდარმი.
1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისსა და თურქეთს შორის ხელმოწერილ იქნა მ უ დ რ ო ს ი ს ზ ა ვ ი რომლის თანახმად თურქეთსაც გაჰყავდა სამხედრო ნაწილები ამიერკავკასიაში მიტაცებული ტერიტორიიდან. ამიერკავკასია ინგლისის გავლენის ზონაში აღმოჩნდა. დეკემბერში ბაქოსა და ბათუმში შევიდნენ ინგლისის არმიის ნაწილები. ამრიგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ინგლის-საფრანგეთზე აღმოჩნდა დამოკიდებული.
ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიდა რუსეთი. იქ, სამოქალაქო ომის პირობებში, წარმოიშვა ე.წ " ყუბანის რესბუბლიკა", რომელიც ბოლშევიკურ ხელისუფლებას ომს უცხადებდა. ყუბანის რესბუბლიკის ფაქტობრივი მმართველი გენერალი დენიკინი იყო. იგი არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას , მას ერთიანი და განუყოფელი რუსეთის ნაწილად თვლიდა და ამზადებდა ძალებს ამ მხარის ოკუპაციისათვის.
ფრაგმენტი ე.გეგეჭკორის გამოსვლიდან დამფუძნებელ კრებაზე :
" მოქალაქენო! დენიკინის შავმა ლაშქარმა გაანადგურა მთიელთა რებუბლიკა და აზერბაიჯანის საზღვარზე გავიდა. ამავე დროს მტერმა გაააქტიურა მოქმედება სოჭის ოლქში, საქართველოს მიმართულებით მრავალრიცხოვანი ჯარი დასძრა. საქართველოს მთავრობის სურვილი იყო სადავო საკითხები დენიკინთან მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოეგვარებინა. მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ დენიკინს მარტო რუსეთის საზღვრის აღდგენა არ აკმაყოფილებს, მისი მიზანია... საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება."

გამოცხადდა მობილიზაცია.მაგრამ ომი დენიკინის წინააღმდეგ საჭირო აღარ აღმოჩნდა, ის წითელარმიელებმა დაამარცხეს. ამიერიდან საქართველოს უშუალო მეზობელი საბჭოთა რუსეთი გახდა.

საქართველოს დამოუკიდებლობას არც ლენინის მთავრობა ეგუებოდა, მაგრამ საერთაშორისო აზრის თვალის ახვევის მიზნით იძულებული იყო გარკვეულ დრომდე შეენიღბა საკუთარი ზრახვები.

      გამოყენებული ლიტერატურა:
 

  1. აკაკი სურგულაძე "საქართველოს ისტორია"
  2.დავით მალაზონია და ნინო კვიტაიშვილი "საქართველოს ისტორია"